ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტი სწავლების შერეულ რეჟიმზე გადადის
FaceBook
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სწავლება შერეული ფორმატით წარიმართება.
ბაკალავრიატის სტუდენტები ლექციებს დინსტანციურად მოუსმენენ, პრაქტიკულ და ლაბორატორიული მეცადინეობებს კი აუდიტორიებში დაესწრებიან. ასევე, აუდიტოროებში ჩატარდება გამოცდებიც.

"სტუდენტებს მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ. ლექციები ზედიზედ ექნებათ და შემდეგ დღეებში პრაქტიკული მეცადინეობებისთვის უნივერსიტეტში მოსვლა მოუწევთ", - ამბობს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, შალვა კირთაძე.

კოვიდრეგულაციების მიხედვით, უნივერსიტეტში სტუდენტმა და ლექტორმა უნდა ატაროს პირბადე და დაიცვას დისტანცია. პირბადის მოხსნა დაშვებულია  ლექციის მიმიდნარეობისას. 
უნივერსიტეტში დაცული უნდა იყოს ჰიგიენის ყველა ნორმა.

წერეთლის უნივერსიტეტში დაახლოებით, 8 000-მდე სტუდენტი სწავლობს.

წერეთლის უნივერსიტეტში სწავლება ნოემბრის შემდეგ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
Print