ახალი ამბები
ქუთაისში გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია - "ევროპა ჩვენი სახლია" დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს
FaceBook
როგორც გოქაძე ამბობს, ქუთაისში მაღალჩინოსნების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა წახალისებულია.

ქუთაისში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობენ და საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართავენ დაინტერესდნენ აღნიშნული პრობლემით.

"ქუთაისში გამოხატვის თავისუფლება იზღუდება და ამ პროცესებს აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება, რის გამოც მივმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს. სიტყვის გამოხატვის თავისუფლების მხრივ რომ ქუთაისში სერიოზული პრობლემებია ამის ერთ-ერთი მაგალითი "ნაციონალების" ოფისში "ქართული ოცნების" აქტივისტების შეჭრაა. არის სხვა ფაქტებიც, რომლის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.

ცხადია, თუ დროული რეაგირება არ მოხდება ამ პროცესებზე, ხვალ და ზეგ ყველა აღმოვჩნდებით ძალადობის მსხვერპლი,"- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" ხელმძღვანელი გია გოქაძე.

გოქაძე ირწმუნება, რომ ქუთაისში აღნიშნული პრობლემის მოგვარების კუთხით პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დაბალია. მეტიც, როგორც გოქაძე ამბობს, მაღალჩინოსნების მხრიდან ქუთაისში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა წახალისებულია.

"ყველა მაღალჩინოსანი დუმს, რაც იმას ნიშნავს, ხვალ რომ გაგვიჩნდეს კრიტიკული აზრი მოქმედი ხელისუფლების მიმართ შესაძლოა ფიზიკურადაც გაგვისწორდნენ,"- ამბობს გია გოქაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრები დიპლომატიურ კორპუსს დღეს მიმართავენ.

Print