ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ "მოქეიფეთა სამინისტროს" სახელწოდება შეაცვლევინა
FaceBook
კაფე-ბარის წარმომადგენლებმა აღნიშნული სახელწოდების აბრა ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მხრიდან მიცემული გაფრთხილების შედეგად ჩამოხსნეს.

ქუთაისის მერიამ კაფე-ბარს "მოქეიფეთა სამინისტროს" სახელწოდება შეაცვლევინა. კაფე-ბარის წარმომადგენლებმა აღნიშნული სახელწოდების აბრა ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მხრიდან მიცემული გაფრთხილების შედეგად ჩამოხსნეს.

ქუთაისის მერიამ ორახელაშვილის ქუჩაზე არსებულ კვების ობიექტს სარეკლამო ბანერის შინაარსი დაუწუნა. ობიექტის მბლობელებს, რომელიც "მოქეიფეთა სამინისტროს" სახელს ატარებდა, სარეკლამო ბანერის გამო მერიამ გაფრთხილება  და სახელწოდების შესაცვლელად 45 დღიანი ვადა მისცა.

განსაზღვრული 45 დღიანი ვადა დღეს ამოიწურა. ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურში განმარტავენ, რომ ობიექტის მეპატრონემ დაწუნებული სახელწოდების აბრა ჩამოხსნა.

"მოქეიფეთა სამინისტროს" წარმომადგენლის განმარტებით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ დაიწუნა ქუთაისის მერიამ კაფის სახელწოდება.

"სხვა რაღაცას მოვიფიქრებ, მაგრამ ეს რას უშლის ხელს ვერ "გავაიასნე", იმიტომ რომ თბილისში არსებობს "ჭამა-სმის სამინისტრო", ქუთაისში რატოა ეს პრობლემა არ ვიცი," - აცხადებს "მოქეფეთა სამინისტროს" წარმომადგენლი ქუთაისიპოსტთან საუბარში.
Print