ახალი ამბები
ჭიათურაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
FaceBook
ჭიათურაში 40 წლამდე მამაკაცს ეძებენ.
ოჯახის ახლობლის თქმით, მამაკაცი დაახლოებით  27 თებერვალს, დღის სამის ნახევარზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

"პოლიციას შევატყობინეთ მაგრამ სამი დღის მერე დაიწყება სამძებრო სამუშაოებიო. ჩვენი ძალებით გავიგეთ, რომ ჭიათურიდან საჩხერეშია წასული და საჩხერიდან თბილისში", - ამბობს ოჯახის ახლობელი.

დაკარგულ მამაკაცს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია დაკარგული მამაკაცის შესახებ დარეკეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე: 598773309

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ძებნის ღონისძიებები მიმდინარეობს.
Print