ახალი ამბები
ქუთაისში ვახო სანაიას სოლიდარობა გამოუცხადეს
FaceBook
ქუთაისში ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების აქცია გაიმართა.  მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს ჟურნალისტ ვახო სანაიას და მასზე განხორციელებული თავდასხმა დაგმეს.
მათი თქმით,  მედიის წარმომადგენელზე თავდასხმა, ეს არის ძალადობა ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებზე და ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს ადამიანების დაიცვა.

"თავდასხვა მედიაზე, არის თავდასხმა და ძალადობა დემოკრატიულ ღირებულებებზე და ამაში, პირველ რიგში დამნაშავეები არიან არა პირდაპირი მოძალადეები, რომლებიც ხელს ურტყამენ ადამიანს, არამედ ადამიანები, რომლებიც ტირაჟირებენ ძალადობას თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. სწორედ, ეს უწყობს ხელს ფაქტების პროვოცირებას, რისი მაგალითიც არის თავდასხმა ვახო სანაიაზე. ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს ადამიანების დაცვა, რასაც სამწუხაროდ, ვერ ახერხებს", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.

აქციის მონაწილეებმა დღესვე ხელი მოაწერეს სპეციალურად შედგენილ მანიფესტს.

ვახო სანაიას რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ. მისი განცხადებით, თავდამსხმელებმა ჟურნალისტური საქმიანობის გამო, შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და მის თანმხლებ პირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.



Print