ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ საახალწლოდ ქალაქის მოსართავად 80 ათას ლარამდე გამოიყო
FaceBook
მანათობელი ფიგურების აღდგენა-მონტაჟის სამუშაოების 22 დეკემბრის ჩათვლით უნდა შესრულდეს.


ქუთაისის მერია საახალწლო სამზადისს იწყებს. 2015-2016 წლებში, ქუთაისის ქუჩების საახალწლო გაფორმებასთან დაკავშირებით მანათობელი ფიგურების აღდგენისა და მონტაჟი-დემონტაჟის სამუშაოებისთვის  79 723 ლარის ღირებულების ელექტრონულ ტენდერი გამოცხადდა.

მერიამ ელექტრონული ტენდერი 5 ნოემბერს გამოაცხადა.  წინადადების მიღება 21 ნომებრიდან დაიწყება და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მანათობელი ფიგურების აღდგენა-მონტაჟის სამუშაოების შესრულება უნდა
უზრუნველყოს ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო სადემონტაჟო სამუშაოები 2016 წლის 22 იანვრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.

გასულ წელს აღნიშნული სამუშაოებისთვის ქალაქის მერიამ ტენდერი 52 ათას ლარზე გამოაცხადა.
Print