ახალი ამბები
"საწვავზე ფასები ყოველდღიურად იზრდება“ - საპროტესტო აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში საწვავზე გაზრდილი ფასების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა.

ავტომობილების მფლობელებმა და ტაქსის მძღოლებმა საწვავის გაორმაგებული ფასები გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, საწვავის ფასი ყოველდღიურად იზრდება, რაც მათთვის პრობლემას წარმოადგენს და ვერ ახერხებენ გადაადგილებას.

მძღოლებმა მოგვიანებით ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც ბენზინგასამართ სადგურებთან მივიდნენ და საყვირების ფონზე, საწვავის გაიაფება მოითხოვეს.
"თბილისში გამართული აქციის შემდეგ საწვავის ფასი გაიყინა, თუმცა ქუთაისში ყოველდღიურად იზრდება. წარმოუდგენელია, ამ პირობებში ავტომობილებით მოძრაობას. ვერ შევძლებთ ავტომობილების შენახვას. მოვითხოვთ, მოხდეს საწვავის გაიაფება, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტი გამოვალთ და მაგისტრალებზე მოვაწყობთ აქციებს. ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს, რაც ხდება", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
აქციას პოლიტიკური პარტიის წევრები შეუერთდნენ.



Print