ახალი ამბები
22 წლის გიორგი დიასამიძის სიცოცხლის გადასარჩენად ქუთაისში საქველმოქმედო აქცია გაიმართება
FaceBook
ასპინძაში მცხოვრებ 22 წლის გიორგი დიასამიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

გიორგის ერთი თვის წინ მძიმე დიაგნოზი, გულის დილაქტაციური კარდიო მიოპათია დაუდგინდა. მას სასწრაფოდ ესაჭიროება გულის ტრანსპლანტაცია. იმისთვის, რომ გიორგი გადარჩეს, 100 000 დოლარია საჭირო. უკვე შერჩეულია კლინიკა ბელორუსიაში, სადაც  ოპერაცია უნდა ჩატარდეს, თუმცა, ერთადერთი შემაფერხებელი მიზეზი საკმარისი თანხის არქონაა.

გიორგის სიცოცხლის გადასარჩენად უკვე გაერთიანდნენ მისი მეგობრები, რომლებიც ერთი თვეა სხვადასხვა ქალაქში საქველმოქმედო აქციებს მართავენ და ოპერაციისთვის საჭირო თანხას აგროვებენ.

"ვაჩუქოთ გიორგის გული" -  ამ ლოზუნგმა უკვე უამრავი ადამიანი გააერთიანა. ასპინძის, ხაშურის, გორისა და ბორჯომის შემდეგ, 27 თებერვალს გიორგის მეგობრები ქუთაისს ეწვევიან და ქალაქის ცენტრალურ ბულვარში აქცია-პერფორმანსს გამართავენ. საქველმოქმედო აქციაში მონაწილე
ებს ორგანიზატორები სიმბოლურად ფერად გულებს გადასცემენ საჩუქრად.

"უკვე რვა საქველმოქმედო აქცია გვაქვს ჩატარებული და ოპერაციისთვის საჭირო თანხის ნახევარი შევაგროვეთ, მაგრამ გიორგი კლინიკამ რომ მიიღოს და დონორების რიგში ჩადგეს, თანხის 80% - ის წინასწარ გადახდაა საჭირო. გიორგის სიცოცხლე ახლა 100 000 დოლარი ღირს და ის კეთილი ადამიანების ხელშია", -  ამბობს  დავით მელიქიძე.

გიორგის მეგობრები ქუთაისში, ცენტრალურ ბულვარში 27 თებერვალს, დღის 12 საათზე შეიკრიბებიან. ქუთაისის შემდეგ საქველმოქმედო აქცია დაგეგმილია ზესტაფონში.

გიორგი დიასამიძის დასახმარებლად გახსნილია რამდენიმე ანგარიში, სადაც ნებისმიერი რაოდენობის თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი.

TBC, თიბისი: #GE86TB7184345061100111
Bank of georgia,საქართველო : #GE20BG0000000498605864
lIBERTY, ლიბერთი: #GE60LB0711142229337000

მიმღები: ნათია დიასამიძე




Print