ახალი ამბები
„ სპექტაკლების აღდგენას დრო დასჭირდება“- პირველი აპრილიდან საქართველოში თეატრები იხსნება
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრი პირველ აპრილს თეატრების გახსნას ოთხი ახალი და 32 ძველი სპექტაკლით ხვდება.


ერთწლიანმა პაუზამ თავისი კვალი დააჩინა თეატრს და მთელ დასს. Როგორც თეატრში ამბობენ, ფორმაში ჩადგომა სჭირდებათ. ეს კი სცენაზე თამაშის და რეპეტიციების გარეშე არ მოხერხდება.

"ყველა სპექტაკლს აღდგენა უნდა. თითოეული სპექტაკლის აღდგენის პროცესს სამ-სამი დღე მაინც უნდა დაეთმოს. Შესაბამისად, საკმაო დროს წაიღებს 30-ზე მეტი სპექტაკლის ფორმაში მოყვანა", - ამბობს თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.

ამ ხნის განმავლობაში თეატრში ოთხ ახალ სპექტაკლკზე მუშაობდნენ.

"ორთა ბოდვა", "ალისა საოცრებათა ქვეყანაში", "თქვენო უდიდებულესობავ", "დაფდაფები ღამით" - ის ახალი სპექტაკლებია, რომელთა პრემიერებიც ელოდება ქუთაისელ პუბლიკას.

თუმცა სპექტაკლების ჩვენება რეგულაციების დაცვით უნდა მოხდეს, რაც დამატებით Სირთულეს ქმნის.

"თეატრს არ გააჩნია ვენტილაცია, ამიტომ ხელოვნურად უნდა განიავდეს. ეს დროს წაიღებს ამიტომ ყოველდღიურად სპექტაკლები ვერ გაიმართება", -  ამბობს სულხან გოგოლაშვილი.

თეატრში აღნიშნავენ, რომ მესხიშვილის თეატრი სრულფასოვნად სექტემბრიდან ამუშავდება.

"კარგად და მომზადებული,შევხვდებით ახალ სეზონს", - ამბობს სულხან გოგოლაშვილი.

თეატრმა პანდემიის გამო გასული წლის ორ მარტს შეაჩერა მუშაობა.

Მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციების თანახმად დახურულ შენობებში იკრძალებოდა სპექტაკლების ჩვენება.

თეატრში ახალი ღია სივრცე ე.წ. მწვანე თეატრის მოეწყო, თუმცა ამ ახალ თეატრალურ სივრცეში მხოლოდ სეზონის გახსნა და ერთი ფესტივალის ჩატარება მოასწრეს.


Print