ახალი ამბები
რკინიგზა მუშაობას 27 თებერვლიდან აღადგენს - იხილეთ ფასები და განრიგი
FaceBook
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, სამთვიანი შეზღუდვის შემდეგ სარკინიგზო მიმოსვლა 27 თებერვლიდან განახლდება.
მატარებლები ხუთი მაგისტრალური მიმართულებით ყოველდღიურად იმოძრავებენ. მგზავრობის ღირებულება ჯერჯერობით უცვლელია.

მოქალაქეები ვალდებული არიან ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.

ქუთაისი-თბილისის (საერთო) მიმართულებით მგზავრობის ღირებულება - 9 ლარია;

ბათუმი - თბილისის მეორე კლასის ბილეთის ღირებულება - 25 ლარია, პირველი კლასი - 61;

თბილისი- ფოთი - პირველი კლასი - 28 ლარი, მეორე კლასი 16 ლარი, ბიზნესკლასი - 43 ლარი;

თბილისი - ზუგდიდი მეორე კლასის ბილეთი - 16 ლარი;

თბილისი - ოზურგეთი (საერთო) - 10 ლარი;

თბილისი - ქუბულეთი პირველი კლასის ბილეთი - 61 ლარი, მეორე კლასი - 25 ლარი;




საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს რკინიგზამ მუშაობა გასული წლის ნოემბერში გააჩერა. 8 თებერვალს მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, 25 თებერვალს კი საქალაქთაშორისო მიმოსვლა.
Print