ახალი ამბები
დღეს, ნიკა მელიას მხარდასაჭერ აქციაზე ქუთაისიდან 400-დე ადამიანი გაემგზავრა
FaceBook
დღეს, დილით ქუთაისიდანაც გაემგზავრნენ თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარადასაჭერ აქციაზე.
ქუთაისიდან 400- მდე ადამიანი ერთიანი კოლონით შეუერთდება საპროტესტო მსვლელობას. პოლიტიკური პარტიების წევრები და მხარდამჭერები სოლიდარობას უცხადებენ ნიკა მელიას და ამბობენ, რომ საქართველოში ერთპიროვნული მმართველობა უნდა დასრულდეს. მათი მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა, იქამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სპეციალური დანიშნულების რაზმმა, 23 თებერვალს გამთენიისას საკუთარ პარტიის ოფისში დააკავა.

სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებისას სამართალდამცავემა ოფისში წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ნიკა მელიას დაკავებას ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

17 თებერვალს, 20 ივნისის საქმეზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა 6 საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ მიიღო.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტიების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების - გირაოს, პატიმრობით შეცვლასთან, მან მიიღო გადაწყვეტილება გადადგეს დაკავებული პოსტიდან. გახარიას თქმით, მან ამ საკითხზე მის გუნდთან საერთო პოზიციის შეთანხმება ვერ მოახერხა.



Print