ახალი ამბები
ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს
FaceBook
რიონის ხეობის "მცველები"  23 თებერვალს დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებას ამ წუთებში ელოდებიან.

მათი თქმით, ქუთაისის სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო 2000 ლარი უკვე შეგროვდა.

"ანგარიში გვაქვს გახსნილი, სადაც ადამიანები გვეხმარებიან.  რაღაც თანხაც გვქონდა და გადავიხადეთ უკვე. უნდა გამოუშვან წესით. ველოდებით", - ამბობს აქტი
ვისტი ვარლამ გოლეთიანი.

ლაშა მიქაუტაძე სამართალდამცავებმა 23 თებერვალს, სოფელ ნამოხვანში დააკავეს. ადგილობრივები ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ. მათი გაღიზიანება ხეობაში სამუშაოების მწარმოებელი კომპანია  "ენკას" ტექნიკის გამოჩენამ გამოიწვია, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა ადგილობრივებსა და სამუშაოებზე დასაქმებულებს შორის.  დაკავებულს კომპანიის კუთვნილი ტექნიკის დაზიანებას ედავებოდნენ.  ლაშა მიქაუტაძე პოლიციამ თავდაპირველად ორი  -  სსკ-ის 187-ე და 126-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც ძალადობას და  ნივთის დაზიანებას გულისხმობდა, თუმცა, სასამართლომ საბოლოოდ დაკავებულს გირაო 126-ე  მუხლით შეუფარდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივები ოთხი თვეა გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი ღამეებს კარავში ათენებენ. პერიოდულად მართავენ აქციებს. მასშტაბური აქცია ხეობაში 28 თებერვალს დაიგეგმა.

ადგილობრივები ჰესის პროექტს საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. მათი თქმით, ჰესი შეცვლის მიკროკლიმატს, გაქრება ყურძნის უნიკალური ჯიშები, წყლით დაიფარება მათი საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და წინაპართა საფლავები. ჰესის დაზიანების შემთხვევაში კი ადგილზე წარმოქმნილი 34 მეტრიანი ტალღა დაფარავს არამხოლოდ ხეობას, არამედ მიაღწევს ქუთაისამდე. მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ.

მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატი ენერგიას გამოიმუშავებენ. ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.

ამავე თემაზე:

რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს

"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ


რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)

გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით  -  „ენკას“ განმარტება
Print