ახალი ამბები
როგორი იქნება ბიბლიოთეკა ღია სივრცეში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ.  ბავშვთა სამყაროს სივრცე ღია ბიბლიოთეკად გადაკეთდება.

ახალ სივრცეში წიგნის შეძენაც და იქვე წაკითხვაც იქნება შესაძლებელი.

რესტავრაციის შემდეგ ბუკინისტებისთვის გამოიყოფა სპეციალური სავაჭრო დახლები. მოეწყობა წიგნების შესანახი საცავები, მკითხველებისთვის განთავსდება სავარძლები.

არსებული რენდერის მიხედვით თუ როგორი უნდა იყოს ბიბლიოთეკა ნახეთ:






ღია სივრცეში ბიბლიოთეკის მოსაწყობად საჭირო პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ბაბლი" შეადგენს. ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი რა დაუჯდება ქალაქს  ბიბლიოთეკის მოწყობა.


ამავე თემაზე:


ქუთაისში, ღია სივრცეში ბიბლიოთეკის მოწყობა იგეგმება


ავტორი: ანა ჯიქია
Print