ახალი ამბები
,,გამოცდების ახალი რეფორმა უსამართლოა'' - ქუთაისელი აბიტურიენტები მინისტრის განცხადებაზე
FaceBook
ქუთაისელი აბიტურიენტები, განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებას, ახალი სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით უსამართლოს უწოდებენ.
ნინი დოგრაშვილი მეოთორმეტე კლასშია. პანდემიის გამო საგაკვეთილო პროცესს დისტანციურად ესწრებოდა.

სასწავლო წლის დაწყებიდან ნინი სხვადასხვა საგანში მოსამზადებლად რეპეტიტორთან დადიოდა.

"ოქტომბერში განახლდა სწავლა და ნოემბრამდე დავდიოდი სკოლაში. შემდეგ დაიწყო დისტანციური, როგორც გასულ სასწავლო წელს იყო. გამოვიდა ისე, რომ თითქმის ნახევარი სემესტრი დისტანციურად მიმდინარეობდა სწავლა. ამ დისტანციური სწავლის შემდეგ, აცხადებენ, რომ კლასგარეშე მუშაობაც გასათვალისწინებელი ყოფილა, ქულებიც და რეკომენდაციაც საჭიროა," - გვიყვება ნინი.

მისი თქმით, დისტანციური გაკვეთილების განრიგი და რეპეტიტორთან მოსამზადებელი დრო ერთმანეთს ხშირად ემთხვეოდა:

"არ ვიცი, ალბათ იმოქმედებს, რომ ვერ ვესწრებოდი ყველა გაკვეთილს, ეს უსამართლობაა. მომავალ წელს მაინც დანიშნონ ეს ახალი სისტემა, რომ გააზრება მოვასწროთ ყველაფრის, ისედაც დავიჩაგრეთ წლევანდელი აბიტურიენტები".

ნინის მსგავსად მინისტრის განცხადებას უსამართლოს უწოდებს კდიევ ერთი ქუთაისელი აბიტურიენტი გიორგი ჩიხლაძე.

გიორგის თქმით, კორონავირუსის გამო ერთი წელი აბიტურიენტებმა პრაქტიკულად დაკარგეს.




,,ისედაც დაჩაგრულები ვართ ამ კორონას გამო და ახლა დამატებითი სანერვიულო გაგვიხადეს. იმედია სამართლიანად იმოქმედებენ და წელს არ დანერგავენ ამ სისტემას," - ამბობს გიორგი.

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის თქმით, ახალი სისტემა უპრიანია, რადგან მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობას აამაღლებს.

სკოლის დირექტორის განმარტებით, მოსწავლეების ნაწილი, სკოლის მესამე საფეხურს იგნორირებას უკეთებენ.

,,მესამე საფეხურზე მოსწავლეების ნაწილი არ დადის, ურჩევნია რეპეტიტორთან მოემზადოს და სკოლაში არ იაროს, ახალი სისტემა მშობლის ფინანსებსაც დაზოგავს და მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობას აამაღლებს," - ამბობს სკოლის დირექტორი.

მურად ჯიშკარიანის თქმით, მასწავლებელთა ტექსტურური რეკომენდაცია და კლასგარეშე მუშაობაც სისტემაში დასანარეგი იყო:

,,კლასგარეშე მუშაობით მოსწავლეს უნვითარდება დამატებითი უნარები, ხოლო ტექსტურ რეკომენდაციას რაც შეეხება, მაგალითად, ნებისმიერ სამსახურში რეკომენდაცია საჭიროა, ვფიქრობ ახალ სისტემაში რა ფორმულაცაა ჩადებული, მოსწავლისთვის საჭიროა".

ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმებზე, განათლების მინისტრმა 21 თებერვალს ისაუბრა.

ჩხენკელის თქმით, აქცენტი უნდა კეთდებოდეს აზროვენბაზე და არა ფაქტობრივ ცოდნაზე.

გამოცდების ჩაბარების მსგავსი სისტემა ამერიკაშია დანრეგილი.

უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად აბიტურიეტს, ეროვნული გამოცდის ქულასთან ერთად, მასწავლებლის რეკომენდაცია და კლასგარეშე მუშაობაც დასჭირდება.

რეფორმა ჯერ დანერგილი არ არის. შესაბამოისად,  უცნობია როდის დაიწყება ეროვნული გამოცდების ახალი სისტემით მუშაობა.

ამ დროისთვის, ასევე, უცნობია, ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი.

Print