ახალი ამბები
ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი შესრულდა
FaceBook
ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი შესრულდა.

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.

1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

100 წლის წინ, 1921 წლის 19 თებერვალს, მე-11 წითელ არმიას ემსხვერპლა პირველი ქართველი ქალი, უნივერსიტეტის სტუდენტი, მოწყალების და – 19 წლის მარო მაყაშვილი.

ის სხვა იუნკრებთან ერთად დაკრძალეს რუსთაველზე, სამხედრო ტაძრის ეზოში, სადაც ახლა პარლამენტის შენობა დგას.

2015 წლის 24 დეკემბერს მარო მაყაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი პირველი ქალი ეროვნული გმირია საქართველოში.
Print