ახალი ამბები
ავტომანქანების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა იწურება
FaceBook
ავტოტრანსპორტის ძველი სანომრე ნიშნები პირველი აპრილიდან აიკრძალება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განმარტებით, სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით უნარჩუნდება.

ამის შესახებ ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

მომსახურების სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით მიმოქცევაში დარჩენილია დიდი რაოდენობით ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი. 

"დღეიდან ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება, იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.

გარდა ამისა, დღეიდან მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის საშუალებით, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრე ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოითხოვოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი. დისტანციურად შეცვლილი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის მიღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეკვეთისას მითითებულ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში'' -, ნათქვამია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ეტაპზე, დისტანციურად ნომრის შეცვლის სერვისი ვრცელდება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ახლით შეცვლისას.

ავტომობილის სასურველი სანომრე ნიშნის დამზადების ღირებულება 150 ლარიდან იწყება. 




Print