ახალი ამბები
სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
FaceBook
სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს დაეჯახა. ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავდა მიკროავტობუსში მყოფი ორი ადამიანი.

ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფების მიერ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.



Print