ახალი ამბები																												
					
				
										
											 სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა									
						
		
								
								
						
							 
						
						
							 
							
						
						
							
															
									11:02 / 24.02.2021								
							
						
					 
					
						
				
			
			
												სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას
ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს დაეჯახა.
ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავდა მიკროავტობუსში მყოფი
ორი ადამიანი.
ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფების მიერ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით
მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების
დარღვევას გულისხმობს.
			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები