ახალი ამბები
შეძრწუნებული ვართ - აშშ-ის საელჩო ნიკა მელიას დაკავებაზე
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკევებას ამერიკის საელჩო განცხადებით ეხმაურება.
"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით.

ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე", - ნათქვამია უწყების მიერ გავცელებულ განცხადებაში. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე, ნიკა მელია, 23 თებერვალს გამთენიისას დააკავეს.

პოლიციელების და სპეცრაზმელების ნაწილი შენობაში შესასვლელებიდან, ნაწილი კი სახანძრო ავტომანქანის კიბის გამოყენებით შევიდა. გატეხეს ოთახის კარი, სადაც მელია იმყოფებოდა.

ნიკა მელიას გარდა სამართალდამცველები აკავებდნენ აქტივისტებსაც, დაკავებულებს შორის არის ზუკა ბერძენიშვილი მოძრაობა "სირცხვილიადან".

სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში, მელიას დაკავებამდე ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ.

17 თებერვალს, 20 ივნისის საქმეზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა 6 საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ მიიღო.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტიების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების - გირაოს, პატიმრობით შეცვლასთან, მან მიიღო გადაწყვეტილება გადადგეს დაკავებული პოსტიდან. გახარიას თქმით, მან ამ საკითხზე მის გუნდთან საერთო პოზიციის შეთანხმება ვერ მოახერხა.
Print