ახალი ამბები
თბილისში შესვლა-გამოსვლა დაშვებულია - საგზაო დეპარტამენტი
FaceBook
თბილისში შესვლა და გამოსვლა აკრძალული არ არის.
ამის შესახებ "ქუთაისიპოსტს'' საგზაო დეპარტამენტის პრესამსახურში განუცხადეს.

"ჩვენს მიერ გავრცელებული განცხადება იმის შესახებ, რომ თბილსის შემოსავლელი გზა მეტეროლოგიური პირობების გამო შეიზღუდა არასწორად იქნება აღქმული. შესასვლელი სხვა არის და შემოსავლელი კიდევ სხვა. სწორედ ეს არის აკრძალული ისიც ტრაილერის მძღოლებისთვის. თბილისში შესვლა და გამოსვლა ყველას შეუძლია, ეს არ არის აკრძალული", - განმარტავენ საგზაო დეპარტამენტში.

"რთული მეტეოროლოგიური პირობების (ლიპყინული, ქარი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ
საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - ეს განცხადება გაავრცელა რამდენიმე საათის წინ საგზაო დეპარტამენტმა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით დღეს თბილისში 15:00 საათზე მხარდასაჭერი აქცია დაიგეგმა, რასაც რეგიონებიდანაც უერთდებიან
Print