ახალი ამბები
ქუთაისში, მოსკოვის ქუჩას შესაძლოა შინდისის გმირების სახელი დაერქვას
FaceBook
ქუთაისში, საფიჩხიაზე არსებულ მოსკოვის ქუჩას, შესაძლოა, სახელი შეეცვალოს.

სამოქალაქო მოძრაობა ,,რუსეთი ოკუპანტიას" წარმომადგენლების აღნიშნული ინიციატივა საკრებულომ უკვე განიხილა, რომლის თანახმადაც, მოსკოვის ქუჩის ნაცვლად მას შინდისის გმირების სახელობის ქუჩა უნდა ეწოდოს.

მოსკოვის ქუჩისთვის სახელწოდების შეცვლას საკრებულო, სავარაუდოდ, 24 თებერვლის სხდომაზე დაამტკიცებს.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე დაიღუპა.


ავტორი: ანა ჯიქია 


Print