ახალი ამბები
ქუთაისში, ნიკიტინის ქუჩაზე სკვერის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა
FaceBook
ქუთაისში, ნიკიტინის ქუჩაზე,  (რუსთაველის გამზირზე  მდებარე) სკვერის მოსაწყობად 347 732 ლარია განსაზღვრული.


სწორედ ამ თანხაზე გამოაცხადა ქუთაისის მერიამ სახელმწიფო შესყიდვა (
NAT210003144 ),  სადაც წინადადების მიღება დღეს იწყება.

ადგილობრივ თვითმმართველობას სკვერის მოსაწყობად ტენდერის გამოცხადებისთვის, დაანონსებიდან, ერთი წელი დასჭირდა. მერიამ ნიკიტინის ქუჩაზე ახალი სკვერის ვიდეო ესკიზი გასული წლის თებერვალში გამოაქვეყნა.

პროექტის მიხედვით, ნიკიტინის ქუჩაზე უნდა მოეწყოს სასეირნო ბილიკი, მდინარეზე გადასახედები.



სატედნერო წინადადებების მიღება 2021 წლის 26 თებერვალს დაიწყება და 1 მარტს დასრულდება.ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სკვერი ხელშეკრულების დადებიდან 90 კალენდარულ დღეში უნდა მოაწყოს. სამუშაოებისთვის განკუთვნილი თანხა, თვითმმართველობამ გასულ წელს რეგიონალური განვითარების ფონდიდან მიღებული 11 მილიონ 800 000 ლარიდან გამოყო.

ასე გამოყურება ადგილი, სადაც სკვერი უნდა მოეწყოს:


ადგილი, სადაც სკვერი უნდა მოეწყოს


ნიკიტინის ქუჩაზე, გასულ წელს. სკვერის მოწყობამდე ახალი საავტომობილო გზა გაკეთდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 280 000 ლარამდე დაიხარჯა.  აღნიშნული გზით რუსთაველის ხიდი გრიშაშვილის ქუჩას უკავშირდება.


ახალი გზა ნიკიტინის ქუჩაზე

26 წლის ქუთაისელი თამაზ ნიკიტინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ემსხვერპლა. ახალგაზრდა ჯარისკაცის ომში დაღუპვის შემდეგ, ქუჩას, სადაც ის ცხოვრობდა, მისი სახელი უწოდეს.

ავტორი: ანა ჯიქია
Print