ახალი ამბები
უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად, შესაძლოა, სკოლის ნიშნებიც გაითვალისწინონ
FaceBook
უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, სასწავლო დაწესებულებებმა შესაძლოა სკოლის ნიშნებიც გაითვალისწინონ.

ამის შესახებ განათლების მინისტრმა  მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტისთვის განათლების სისტემის ახლებური ხედვის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრმა  ეროვნული გამოცდების რეფორმაზეც ისაუბრა.

ჩხენკელის განმარტებით, აქცენტი უნდა გაკეთდეს აზროვნებაზე და არა ფაქტების ცოდნაზე.

მსგავსი რეფორმა დანერგილია ამერიკის უნივერსიტეტებში.

მინისტრის თქმით, ამერიკული მოდელის მიხედვით, უნივერსიტეტები ითვალისწინებენ არამხოლოდ გამოცდის (SAT) შედეგებს, არამედ სკოლაში საშუალო ქულასაც.

"ამერიკული მოდელი ასეთია - არის ასეთი გამოცდა SAT, რომელსაც აბარებს ყველა აბიტურიენტი. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი უნივერსიტეტში მიღების დროს. ამერიკაში ასევე უყურებენ GPA–ს ანუ სკოლაში ნიშნების საშუალოს. ანუ სკოლის ნიშნის ფასიც აწეულია. ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ უნივერსიტეტებს ჰქონდეთ საშუალება, ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა ფაქტორებიც. რეკომენდაციები მასწავლებლებისგან, შესაძლებელია იყოს კლასგარეშე მუშაობის გათვალისწინება", – განაცხადა მიხეილ  ჩხენკელმა.

ამ დროისთვის ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, რეგისტრაცია მარტში იწყება.





Print