ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რეგიონის საავადმყოფოებში 386 პაციენტი მკურნალობს. მათგან 107 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 11 პირი.

კლინიკურ-სასტუმროებში 11 პაციენტია. თვითიზოლაციაში 908 ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 147 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 502-ს.

24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 262 244-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 447 პირი ემსხვერპლა.

Print