ახალი ამბები
ტყიბულელმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
FaceBook
ტყიბულელმა 19 წლის ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემ თელ-ავივში გრან სლემის  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ერთმანეთს შეხვდნენ ონისე სანებლიძე და ილია სულამანიძე.

ილია სულამანიძემ ორჯერ აართვა მეტოქეს ვაზარი, იპონით გაიმარჯვა.

ილია სულამანიძე ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელია.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თელ-ავივის გრან სლემზე, ვაჟთა შორის 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
Print