ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში
FaceBook
დასავლეთ საქართველოში და მათ შორის იმერეთის რეგიონში, კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
22 თებერვალს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 5-7 °C-ია მოსალოდნელი. ღამით შესაძლებელია მოთოვოს.

23-24 თებერვალს მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 5 °C-მდე.

25-26 თებერვალს მოიმატებს ქარის სიჩქარე და იქნება 2,6 მ.წმ. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს -2 °C-მდე.

27 თებერვალს სინოპტიკოსების თქმით, უნალექო ამინდია მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა 10 °C-მდე მოიმატებს.

კვირის ბოლოს შესაძლოა გაწვიმდეს.
Print