ახალი ამბები
ქუთაისში მძღოლებმა საწვავზე გაზრდილი ფასი გააპროტესტეს
FaceBook
ქუთაისში მძღოლებმა საწვავზე  მომატებული ფასები გააპროტესტეს.
ისინი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. პროტესტის ნიშნად ავტომობილის მძღოლებმა და აქტივისებმა მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს, სიგნალებით მერიასთან შეჩერდნენ და გზა გადაკეტეს, რასაც ხმაური მოყვა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ და მოქალაქეებს გზის გახსნისკენ მოუწოდებდნენ. აქციას პოლიტიკური პარტების წარმომადგენლები შეურთდნენ. მათი თქმით, ერთ კვირაში საწვავი 15 თეთრით გაძვირდა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ავტომფლობელებისთვის. აქციის მონაწილეების აცხადებენ, რომ მათ უკან ბევრი ადამიანი დგას და ყურადღების მისაქცევად მეტნი გამოვლენ.

საწვავი სუპერი - 2.69 ლარი, პრემიუმი - 2.57 ლარი, ევრო რეგულარი - 2.43 ლარი, ევრო დიზელი - 2.59 ლარი ღირს. 

Print