ახალი ამბები
რატომ არ აქვთ "არამაზიარებელ ჟურნალისტებს" კითხვის დასმის უფლება - მეუფე ანტონის პასუხი (აუდიო)
FaceBook
ვანი-ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი აცხადებს, რომ ჟურნალისტს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისთვის კითხვის დასასმელად კურთხევა სჭირდება.
მეუფემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მას ჟურნალისტებმა მომავალი პატრიარქის ვინაობის შესახებ ჰკითხეს. მიტროპოლიტი მედიის წარმომადგენლების შეკითხვებმა გააღიზიანა და განცხადა, რომ მაღალი ეპარქიის პირებს "არამაზიარებელ ჟურნალისტმა" შეკითხვა არ უნდა დაუსვას.

"ქუთაისიპოსტი" მეუფე ანტონს დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ არ აქვს ჟურნალისტს სასულიერო პირისთვის შეკითხვის დასმის უფლება.  მაღალი იერარქიის სასულიერო ამბობს, რომ ჟურნალისტი პროკურორი არ არის და სასულიერო პირები არ არიან ვალდებული მის ყველა შეკითხვას უპასუხონ. მღვდელმთავრის აზრით, ამისთვის ჯერ საჭიროა მოძღვრისგან ნებართვის აღება.

"თქვენ ნორმალურები ხართ? ენას ძვალი არ აქვს და თქვენ ყველას შეგიძლიათ რომ დაუსვათ კითხვა?! აკრედიტაცია საერთოდ გაქვთ? სპორტის კომენტატორი ხართ თუ ვინ? ისეთ სისულელე კითხვას სვამთ, მე როგორ გავცე ასეთ სისულელეზე პასუხი? ჟურნალისტი პროკურატურაა, გამომძიებელია თუ ვინაა? კურთხევა გაქვს აღებული, რომ მღვდელმთავარს დაურეკავ და დაუსვამ კითხვას? იერარქს თქვენი კითხვა არ აინტერესებს. იერარქს მაგ კითხვას არ უსვამენ. მაზიარებელმა იცის იერარქს რა კითხვა უნდა დაუსვას", - აცხადებს მეუფე.
“365 კაბა რომ გაქვთ ჟურნალისტებს, ის დაითვალეთ”- მეუფე ანტონი საპატრიარქოს დაფინანსებაზე (აუდიო)

Print