პოლიტიკა
მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების ვინაობა ცნობილია
FaceBook
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა.

თავდაცვის მინისტრის თანამდებობას, რომელსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა,  მოქმედი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს.  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილი, მისმა პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლა. 

მთავრობის შემადგენლობა, მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პარლამენტმა ნდობა 2 კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს ასეთია:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მეორე ვადით  ირაკლი ღარიბაშვილი მას შემდეგ წარადგინა, რაც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.


Print