ახალი ამბები
ქუთაისში 60 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
FaceBook
ნგრევად შენობებში მცხოვრები კიდევ 60 დევნილი ოჯახი, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები იმერეთის გუბერნატორმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატთან და ქალაქის მეთან ერთად გადასცეს.

"ეს ადამიანები უკვე წლებია ცხოვრობენ ისეთ პირობებში, რომელიც ნამდვილად არ არის მისაღები მათთვის. დღეიდან უკვე ახალაშენებულ კორპუსში ახალმოსახლეობას იზეიმებენ. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროექტს და წლის ბოლომდე კიდევ 700 ოჯახს გადაეცემა ბინა იმერეთის რეგიონის მასშტაბით. ასევე გათვალისწინებულია პროექტის გაგრძელება 2022 წელშიც და პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა დევნილი არ იქნება დაკმაყოფილებული", - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძე.

იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 28 ნგრევადი ობიექტი უკვე დაიხურა. ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი 23 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა. 2021 წელს, ახალ საცხოვრებელს, დამატებით 3500-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.

Print