ახალი ამბები
ჩამოშლილი მიწა, სახლების დაბზარული კედლები - მოსახლეობის პროტესტი გვირაბის მშენებლობაზე
FaceBook
ზესტაფონში, სოფელ შროშაში, ცენტრალურ მაგისტრალზე გვირაბის მშენებლობას აპროტესტებენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სამუშაოების გამო მათი საცხოვრებელი სახლები ზიანდება. დაბზარულია კედლები, იატაკი და იშლება მიწა.

ადგილობრივების ნაწილი მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ალტერნატირული საცხოვრებლით უზრუნველყოფას, ნაწილი სამუშაოების შეწყვეტას და სხვა ადგილას გაგრძელებას ითხოვს.

,,როცა სახლი ავაშენეთ აქ მეწყრული ზონა არ იყო. აქ გვირაბი არ გადიოდა, ახლა როცა გვირაბი გადის ამბობენ, რომ მეწყრული ზონააო. ჩინური კომპანია სამუშაოებს ისე ვერ გააგრძელებს თუ აფეთქებები არ აწარმოეს, ეს იწვევს სახლების ნგრევას. მოვითხოვთ, ან სხვა გზა შეარჩიონ გვირაბის გასაყვანად, ან კომპენსაცია მოგვცენ და სხვა საცხოვრებელი“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოებს ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია ახორციელებს.

საუღელტეხილო გზის საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

რიკოთის საუღელტეხილო გზის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობის დასრულება 2022 წელს, ხოლო ქსპლუატაციაში სრულად შესვლა 2023 წელსაა დაგეგმილი. 




Print