ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 365 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 267 313-ს.

ვირუსისგან 539 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 260 266-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3399 პირი ემსხვერპლა.

როგორია ეპიდვითარება რეგიონებში, ამასთან დაკავშირებით უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბში განცხადებები ჯერჯერობით არ გაკეთებულა. 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დ ეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print