ახალი ამბები
ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი ქუთაისის მაჟორიტარმა დაუჭირა
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.
ლომინაძე ერთ-ერთია იმ 88 პარლამენტარს შორის, ვინც მელიასთვის  მანდატის მოხსნაზე თანხმობა განაცხადა. მასთან ერთად თანხმობის ღილაკს დააჭირა იმერეთის ორმა მაჟორიტარმა: გივი ჭიჭინაძემ და პაატა კვიჟინაძემ.

კენჭისყრაზე სულ 94 დეპუტატი იმყოფებდოა.  მათგან ორი, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი  მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას არ დაეთანხმა, ევროპელმა სოციალისტებმა: ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა, გელა მიქაძემ და ფრიდონ ინჯიამ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.


დეპუტატების სია, რომლებმაც ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნეს:


გიორგი ამილახვარი; ბენაშვილი გია; ირაკლი ბერია; ირაკლი (დაჩი) ბერაია; რამინა ბერაძე

მაია ბითაძე; ანზორ ბოლქვაძე; ელისო ბოლქვაძე; მაკა ბოჭორიშვილი; ანა ბუჩუკური

ელგუჯა გოცირიძე; ბექა დავითულიანი; ალექსანდრე დალაქიშვილი; ზაურ დარგალი

ისკო დასენი; მიხეილ დაუშვილი; ზაალ დუგლაძე; ქეთევან დუმბაძე; გოჩა ენუქიძე

გია ვოლსკი; ირმა ზავრადაშვილი; ირაკლი ზარქუა; არჩილ თალაკვაძე; ედიშერ თოლორაია

რატი იონათამიშვილი; აბდულა ისმაილოვი; დავით კაჭარავა; ვლადიმერ კახაძე

გიორგი კახიანი; კახა კახიშვილი; შალვა კერესელიძე; პაატა კვიჟინაძე; სუმბატ კიურეღიანი; ირაკლი კობახიძე

ლევან კობიაშვილი; ირაკლი კოვზანაძე; რესან კონცელიძე; კახაბერ კუჭავა; მარიამ ლაშხი

ნინო ლაცაბიძე; ბექა ლილუაშვილი; ზაზა ლომინაძე; დავით მათიკაშვილი; სამველ მანუკიანი; გურამ მაჭარაშვილი

ლევან მგალობლიშვილი; მამუკა მდინარაძე; ირაკლი მუზურნიშვილი; მაია მენაღარიშვილი

გოგი მეშველიანი; ირაკლი მეძმარიაშვილი; სავალან მირზოევი; გივი მიქანაძე

ზაალ მიქელაძე; ალექსანდრე მოწერელია; ანტონ ობოლაშვილი; ბექა ოდიშარია; ანრი ოხანაშვილი

შალვა პაპუაშვილი; დიმიტრი სამხარაძე; ნიკოლოზ სამხარაძე; ვიქტორ სანიკიძე; მიხეილ სარჯველაძე

დავით სერგეენკო; ირაკლი სესიაშვილი; ეკა სეფაშვილი; დავით სონღულაშვილი

სოზარ სუბარი; ალექსანდრე ტაბატაძე; თამარ ტალიაშვილი; ნოდარ ტურძელაძე

ირაკლი ქადაგიშვილი; ლევან ქარუმიძე; ალუდა ღუდუშაური; მიხეილ ყაველაშვილი

გოდერძი ჩანქსელიანი; ვლადიმერ ჩაჩიბაია; ვასილ ჩიგოგიძე; ირაკლი ჩიქოვანი;

როსტომ ჩხეიძე; ნინო წილოსანი; ხატია წილოსანი; გივი ჭიჭინაძე; ხაბარელი შოთა; ირაკლი ხახუბია; გიორგი ხელაშვილი

გიორგი ხოჯევანიშვილი; დიმიტრი ხუნდაძე; ვიქტორ ჯაფარიძე.

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ 20 ივნისს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა. 20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი წარედგინა და 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას შემდეგ კი, რაც მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, პროკურატურამ მისი დაკავების ნებართვა გასცა.
Print