ახალი ამბები
ღია კაფეები თოვლიან ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)
FaceBook
შეზღუდვის მოხსნის მესამე დღეს, თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო, ქუთაისში ღია კაფეებს მომხმარებელი პრაქტიკულად არ ჰყავს.

მათი ნაწილი არც კი გახსნილა. იმ ღია სივრცეებში, სადაც მაგიდებია განთავსებული, მხოლოდ დათოვლილი ინვენტარია.


კაფე "არგო"

კაფე-რესტორანი "მაგნოლია"

კაფე-რესტორანი "ბარაქა"

კაფე "პაოლო"

კაფე "მეა"

ჩაის სახლი "ფოე-ფოე"

ბარ-რესტორანი "აურა"

კოვიდპანდემიის გამო კაფე-ბარებს მუშაობის უფლება ორი თვის წინ შეეზღუდათ. 15 თებერვლიდან მთავრობამ კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ღია სივრცეში მისცა.
კაფეებისა და რესტორნების მეპატრონეები იმთავითვე საუბრობდნენ, რომ თებერვლის ცივ დღეებში გარე სივრცის გახსნას აზრი არ ექნებოდა. მომსახურების სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ დახურულ სივრცეებში მუშაობის უფლება არ მიეცათ, გაკოტრება გარდაუვალი იქნება.



ამავე თემაზე:

,,უძრაობა ქალაქში“

Print