ახალი ამბები
შექმნის თუ არა თოვლი ქუთაისის გზებზე პრობლემებს
FaceBook

ინტენსიური თოვის გაგრძელების შემთხვევაში ქუთაისის საავტომობილო გზებზე გადადგილების პრობლემა არ შეიქმნება.


ამის შესახებ შპს "სპეციალურ სერვისებში" განმარტავენ. შესაძლო დიდთოვლობის დროს გზების გასუფთავებაზე პასუხისმგებელ კომპანიაში ამბობენ, რომ ტექნიკაც მზადოფნაში ჰყავთ და ტექნიკური მარილიც საკამრისად აქვთ.

"თოვლსაწმენდები, მარილის მოსაყრელი ტექნიკა მზადყოფნაშია, ყინვის დროს ტექნიკური მარილის დასაყრელი მანქანები კიდევ სხვა არის და ისინიც მზადაა. თუ უამინდობა, ინტენსიური თოვა გაგრძელდება დაიწყება შესაბამისი სამუშაოებიც. ჯერ გაიწმინდება რელიეფურად რთულად მისადგომი ადგილები, შემდეგ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებთან მისასვლელი გზები და საავტომობილო გზები თავისთავად",- ამბობს შპს "სპეციალური სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი მჟავანაძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ,,სპეციალურ სერვისებს" 60 ტონამდე ტექნიკური მარილი აქვს, რაც საკმარისია საჭიროების შემთხვევაში გზებზე დასაყრელად.

მიუხედავად ამისა, ქუთაისში დიდთოვლობის დროს გზებზე პრობლემები მუდმივად იქმნებოდა.

იმერეთის რეგიონში კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 17-18 თებერვალს დაბლობ რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი. ჰარის მაქსიმალური ტემპერატურა 0-1 0 იქნება. მთიან რეგიონებში -2-4 0. სინოპტიკოსები ნალექს თოვლის სახით მიმდინარე კვირის ბოლოსაც ელოდებიან.




 

Print