ახალი ამბები
უამინდობის გამო გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა
FaceBook
საავტომობილო გზების დეპატრამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აკრძალულია ჩუმათელეთი-ხუნევი მონაკვეთზე. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აქაც თავისუფალია.

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამ დროის მონაცემებით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე შეზღუდვები არ მოქმედებს.

იმერეთის რეგიონში კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 17-18 თებერვალს დაბლობ რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი. ჰარის მაქსიმალური ტემპერატურა 0-1 0 იქნება. მთიან რეგიონებში -2-4 0. სინოპტიკოსები ნალექს თოვლის სახით მიმდინარე კვირის ბოლოსაც ელოდებიან.




Print