ახალი ამბები																												
					
				
										
											უამინდობის გამო გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა									
						
		
								
								
						
							
						
						
							
							
						
						
							
															
									10:01 / 17.02.2021								
							
						
					 
					
						
				
			
			
												საავტომობილო გზების დეპატრამენტის
ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის რამდენიმე მონაკვეთზე
შეზღუდვები დაწესდა.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე
აკრძალულია ჩუმათელეთი-ხუნევი მონაკვეთზე. ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აქაც თავისუფალია.
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62
(ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროის მონაცემებით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე შეზღუდვები არ
მოქმედებს.
იმერეთის რეგიონში კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია
მოსალოდნელი. 17-18 თებერვალს დაბლობ რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი. ჰარის
მაქსიმალური ტემპერატურა 0-1 0 იქნება. მთიან რეგიონებში -2-4 0.
სინოპტიკოსები ნალექს თოვლის სახით მიმდინარე კვირის ბოლოსაც
ელოდებიან.
			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები