ახალი ამბები
პროტესტის პარალელურად რიონის ხეობაში ჰესის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალტეტის სოფელ ნამოხვანში ადგილობრივების პროტესტის მიუხედავად გიგანტური ჰესის  სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
რიონის ხეობის "მცველები" გაჩერებას არ აპირებენ. ადგილობრივებმა პროტესტის 115-დღე  გაათენეს ხეობაში, სადაც კარავი აქვთ გაშლილი.  


ხეობის "მცველები"


მათი მოთხოვნა არის უცვლელია:


1. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ";


2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს;

3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

4. კომპანია "ენკა რინიუებლზმა" დატოვოს რიონის ხეობა;

7 თებერვალს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სოფელ ნამოხვანში მაშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს.

რიონის ხეობის მცხოვრებლებს მხარდაჭერა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ასობით ადამიანმა გამოუცხადეს.

პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიეტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.

ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება.

"თემთა ერთობის" წევრები ამბობენ, რომ კომპანიას არ აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული გეგმა. გაერთიანების წევრების თქმით, კომპანია ვერ პასუხობს მათ კითხვებს დაგეგმილი მშენებლობა შეუქმნის თუ არა წყალტუბოს წყალს საფრთხეს.

Print