ახალი ამბები
ქუთაისში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა
FaceBook
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, ქუთაისში ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაუარესდა სოციალური მდგომარეობა და გაიზარდა სიღარიბის ფონი.
გასულ წელთან შედარებით სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდეობა 2 093 ადამიანით არის გაზრდილი. საერთო ჯამში კი, ქუთაისში ამდროისთვის ფულად შემწეობას 7 753 ადამიანი იღებს.

ქუთაისში მცხოვრებ თამთა ფურცხვანიძეს სოციალური შემწეობა   2020 წლის ნოემბერში დაენიშნა. მას შემდეგ რაც, პანდემიის გამო სამსახური დაკარგა და უმუშევარი დარჩა.

თამთა პანდემიამდე ერთ-ერთ მარკეტში კონსულტანტად მუშაობდა. მარკეტის მფლობელმა დასაქმებულთა რაოდენობა შეამცირა. თამთა შემცირებულთა სიაში მოხვდა.

"მე და ჩემი მეუღლე ორივე ვმუშაობდით, მაგრამ პანდემიის გამო დავკარგეთ სამსახური. იძულებული გავხდით სოციალურ შემწეობაზე შეგვეტანა განცხადი". 

თამთას ძირითადი შემოსავალი ახლა სოციალური შემწეობაა, რომელიც  თვეში მხოლოდ  100 ლარს შეადგენს. მისი თქმით, თავისუფალ დროს ის სახლის დალაგებაზეც მუშაობს.

სოციალური შემწეობაა ერთადერთი შემოსავალი მირანდა ნემსწვერიძის ოჯახისთვისაც.

მირანდას სოციალურად დაუცველის სტატუსი ხუთი წელია აქვს. 7 სულიანი ოჯახი თვეში 540 ლარს იღებს. ამბობს, რომ პანდემიამ ხარჯი გაოორმაგა, რადგან სურსათებზე და მედიკამენტებზე ფასები გაორმაგებულია.

"540 ლარად პროდუქტები უნდა ვიყიდო სახლისთვის, წამლები, შვილები გამოვკვებო და სხვა საჭიროებებსაც მოვარგო''.

2021 წლის დასაწყისში, ქუთაისში სოციალური შემწეობის მისაღებად 7 111 ოჯახი (19 994 ადამიანი) დარეგისტრირდა. 

Print