ახალი ამბები
ჭიათურაში მედიაჰოლდინგ "კვირას" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
FaceBook
ჭიათურაში მედიაჰოლდინგ "კვირას" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შემთხვევა 15 თებერვალს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოხდა. ჟურნალისტი ანუკა ლიპარიშვილი და ოპერატორი სანდრო ვაშაკიძე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ. მათი თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცები გაურკვეველი მიზეზით დაედევნენ და ოპერატორს ფიზიკური ხოლო, ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ანუკა ლიპარიშვილის თქმით, მომხდარის შემდეგ პოლიციამ დაკითხა.

,,ქუთაისიპოსტი" სოლიდარობას უცხადებს მედიაჰოლდინგის გადამღებ ჯგუფს და კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობას.

შინაგან საქმეთა სმაინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 154 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას გულისხმობს.

Print