ახალი ამბები
ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში სავაჭრო ცენტრ "გრანდ მოლის" თანამშრომლებმა აქცია გამართეს.
ისინი ცენტრის მიმდებარედ გარევაჭრობას აპროტესტებენ. მათი თქმით, გარემოვაჭრეებს დაკავებული აქვთ ცენტრის შესასვლელი, რის გამოც,  მათივე თქმით,  მომხმარებლები მაღაზიებში ვეღარ შედიან. შესაბამისად, ვერ მუშაობენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს ქალაქის მერიას, თუმცა უშედეგოდ.

გასულ კვირას კი, ქუთაისის მერიასთან გარემოვაჭრეებმა მუშაობის უფლების მოთხოვნით აქცია მოაწყვეს. 

ქუთაისში გარევაჭრობა 2018 წლიდან აიკრძალა.

Print