ახალი ამბები
15 თებერვლიდან გერმანიაში  დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო
FaceBook
საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალური დასაქმებისთვის რეგისტრაცია დღეიდან  შეუძლიათ.

მსურველები 3 თვით  სეზონურ სამუშაოზე იმუშავებენ, რაც  მოსავლის აღებას გულისხმობს. სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება.

გერმანიის შრომის ბაზარზე მოსახვედრად მსურველების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 60 წელს. გერმანიაში გამგზავრებამდე პირი 3 თვით ადრე პერიოდში არ უნდა იყოს მოგზაურობაში ნამყოფი შენგენის სივრცეში. ერთ-ერთი მოთხოვნაა  ფიზიკური ჯანმრთელობა,  მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია.

სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველმა საკომუნიკაციო დონეზე უნდა იცოდეს გერმანული ან ინგლისური ენა. ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს ამ ენებიდან რომელიმეზე კომუნიკაცია.

დასაქმების ხანგრძლივობაა 1-დან 3 თვემდე. სამუშაო დრო: 5-6 დღე კვირაში; 8 – 10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი – 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

რეგისტრაციის შემდეგ, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები, კონკრეტული ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდებიან დასაქმების მსურველებს.

მსურველებისთვის უკვე შექმნილია  პორტალი : http://workabroad.moh.gov.ge, სადაც რეგისტრაციის გავლა  მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.


Print