ახალი ამბები
იმერეთში ყაჩაღობისას დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
FaceBook
იმერეთში ყაჩაღობის დროს დაშავებული 73 წლის კაცის ჯანმთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მას სხეულის 23 პროცენტი აქვს დამწვარი. ქუთაისის დამწვრობის ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტი სუნთქვის აპარატის დახმარებას არ საჭიროებს, თუმცა კვლავ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.

"აღენიშნება თავის დახურული ტრავმა, გულმკერდისა და სახის დაჟეჟილობა. მდგომარეობა ამ დროისათვის უცვლელია, მოთავსებულია ინტენსიური თერაპიულ განყოფილებაში და სტაბილურად მძიმეა",
- ამბობს ექიმი გიორგი აბესაძე.

ყაჩაღობა ქუთაისის მახლობლად, რკინიგზის სადგურ "რიონის" მიმდებარედ, მოხდა. უცნობი პირები სახლში შევიდნენ და მამაკაცს ფული მოსთხოვეს და აწამეს.

გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.


ამავე თემაზე:


Print