ახალი ამბები
იმერეთში ყაჩაღობისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
FaceBook
იმერეთში ყაჩაღობის დროს დაშავებული 73 წლის კაცი დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.

ექიმის თქმით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას სხეულის 23 პროცენტი აქვს დამწვარი.

ასევე აღენიშნება თავის დახურული ტრავმა, გულმკერდისა და სახის დაჟეჟილობა.

ყაჩაღობა ქუთაისის მახლობლად, რკინიგზის სადგურ "რიონის" მიმდებარედ, მოხდა.

თავმდამსხმელებმა 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს. უცნობი პირები სახლში შევიდნენ და მამაკაცს ფული მოსთხოვეს. მათ მამაკაცის საწამებლად უთო გამოიყენეს.

გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

Print