ახალი ამბები
ყაჩაღობა იმერეთში - ნაწამებია 73 წლის მოხუცი
FaceBook
ქუთაისის მახლობლად, რკინიგზის სადგურ "რიონის" მიმდებარედ, ყაჩაღობა მოხდა.

თავმდამსხმელებმა 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს. უცნობი პირები სახლში შევიდნენ და მამაკაცს ფული მოსთხოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის საწამებლად უთო გამოიყენეს.

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. გამოძიება  სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
Print