ახალი ამბები
ქუთაისში აქციაზე დაკავებულების ნაწილი გაათავისუფლეს
FaceBook
ქუთაისში, 12 თებერვლის აქციაზე დაკავებულებს ათავისუფლებენ.

აქტივისტები დაკავებულების გათავისუფლებას იმერეთის სამხარეო პოლიციასთან ელოდებიან. პოლიციის შენობა უკვე დატოვა ერთ-ერთმა დაკავებულმა მიხეილ ღვინეფაძემ, რომელიც 1200 ლარით დააჯარიმეს. 1500 ლარით დაჯარიმდა კიდევ ერთი გათავისუფლებული მანუჩარ ფიფია. წინასწარი დაკვების იზოლატორი დატოვა ნიკა ნარსიამაც. 23 თებერვალს გადაიდო ბექა პაპაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც ასევე თავისუფალია.

12 თებერვლის აქციაზე პოლიციამ სულ 6 აქტივისტი დააკავა. ესენი არიან გიორგი მუმლაძე, ნიკა ნარსია, ბექა პაპაშვილი, მიხეილ ღვინეფაძე, გიორგი თათალაშვილი და მანუჩარ ფიფია.


ქუთაისის მერიასთან 12 თებერვლის აქციაზე მდგომარეობა უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მერიაში შესვლა სცადეს. სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო.

სამოქალაქო აქტივისტები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სარესტორნო მომსახურებაში თანხის ხარჯვაში ადანაშაულებდნენ. ისინი ქუთაისის მერთან იოსებ ხახალეიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.
Print
თეგები: #დაკავება