ახალი ამბები
ნაქერალას უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა თავისუფალია
FaceBook
ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია.
გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უხვი ნალექის გამო ნაქერალას უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე საათი გაჩერდა.
Print