ახალი ამბები
ქუთაისში აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას საქალაქო სასამართლოსთან ელოდებიან
FaceBook

ქუთაისში, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას აქტივისტები  საქალაქო სასამართლოსთან ელოდებიან.


ჯერჯერობით უცნობია ჩაინიშნება თუ არა სხდომა.
აქტივისტებს თავდაპირველად ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სხდომა 10 საათზე გაიმართებოდა, თუმცა, დაკავებულები სასამართლოში ამ დრომდე არ მიუყვანიათ. მხარდამჭერებისთვის უცნობია სად იმყოფებიან ამ მომენტისთვის ისინი.

"ეს არის ქუთაისის პირველი სამარცხვინო მერი, რომელიც პოლიციის კორდონს და პიკაპებს ემალება და მისი ჭამა-სმის გამო აკავებინებს ადამიანებს', - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, გიგა შუშანია.

დაკავებას უკანონოდ მიიჩნევენ აქტივისტები და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

გუშინ, ქუთაისის მერიის წინ მიმდინარე აქციის დროს 6 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, აქტივისტების დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე მოხდა.

ქუთაისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე მდგომარეობა უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მერიაში შესვლა სცადეს. სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო.

სამოქალაქო აქტივისტები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სარესტორნო მომსახურებაში თანხის ხარჯვაში ადანაშაულებდნენ. ისინი ქუთაისის მერთან იოსებ ხახალეიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.

 

Print
თეგები: #დაკავება