ახალი ამბები
"ხელმოცარული და კრიმინალური ოპოზიცია“ -  ქუთაისის მერის პასუხი აქტივისტებს
FaceBook
"ეს არის ხელმოცარული და კრიმინალური ოპოზიციის მორიგი მცდელობა, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში"

- ასე პასუხობს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დღეს მერიის წინ გამართულ აქციას, რომლის დროსაც აქტივისტებმა მერიის შენობაში შესვლა სცადეს. ქალაქის მერი მომხდარს საჯარო დაწესებულებაში ძალადობრივი გზით შეჭრას უწოდებს.

"ისინი კვლავ ცდილობენ საჯარო დაწესებულებებში ძალადობრივი გზით შეჭრას და ამ შენობების ბლოკირებას. ამას აკეთებდნენ საარჩევნო კამპანიის დროს და ასე აგრძელებენ ახლაც. ჩვენ, კანონის მიერ მონიჭებული უფლებების გამოყენებით, შევეცდებით არ მივცეთ მათ არეულობის მოწყობის საშუალება და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე. დესტრუქციულ ოპოზიციას ქუთაისში მხარდაჭერა არ ექნება"- განაცხადა  იოსებ ხახალეიშვილმა.

დღეს, ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ხელისუფლება პანდემიის დროს სარესტორნო ხარჯებისთვის ბიუჯეტიდან თანხის ფლანგვაში დაადანაშაულეს და მერთან შეხვედრა მოითხოვეს.

იოსებ ხახალეიშვილისთვის მიცემული 10 წუთიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, აქტივისტებმა მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა სცადეს. აქტივისტებს ამის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. აქციის დროს ცუდად გახდა ერთ-ერთი მონაწილე, ექვსი აქტივისტი კი პოლიციამ დააკავა.


ამავე თემაზე:

ქუთაისში აქცივისტები შსს-ს დაკავებულების გასათავისუფლებლად დროს 9 საათამდე აძლევენ

ქუთაისის მერიის წინ მომხდარი დაპირისპირების დროს 6 ადამიანია დაკავებული

ქუთაისის მერიასთან პოლიციამ საპროტესტო აქციის სამი მონაწილე დააკავა

„მერი გამოვიდეს ან ჩვენ შევალთ" - აქცია ქუთაისის მერიის წინ
Print