ახალი ამბები
ქუთაისში აქცივისტები შსს-ს დაკავებულების გასათავისუფლებლად დროს 9 საათამდე აძლევენ
FaceBook
ქუთაისის მერიასთან შეკრებილი აქტივისტები აქციაზე დაკავებულების გასათავისუფლებად შინაგან საქმეთა სამინისტროს დროს  9 საათამდე აძლევენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მთელი ღამის განმავლობაში მერიასთან დარჩენას აპირებენ.

"თუ არ მოხდება უკანონოდ დაკავებულების გამოშვება, ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და  კომენდანტის საათის დროს მთელ ქალაქს წრეს შემოვუვლით"- აცხადებენ აქტივისტები.

ქუთაისის მერიის წინ გამართულ აქციაზე ექვსი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ქუთაისიპოსტს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, აქტივისტები დაკავებული არიან 173-ე მუხლის საფუძველზე.

ქუთაისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე მდგომარეობა უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მერიაში შესვლა სცადეს. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. 


სამოქალაქო აქტივისტები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სარესტორნო მომსახურებაში თანხის ხარჯვაში ადანაშაულებენ.


ამავე თემაზე:

ქუთაისში აქცივისტები შსს-ს დაკავებულების გასათავისუფლებლად დროს 9 საათამდე აძლევენ

ქუთაისის მერიის წინ მომხდარი დაპირისპირების დროს 6 ადამიანია დაკავებული

ქუთაისის მერიასთან პოლიციამ საპროტესტო აქციის სამი მონაწილე დააკავა

„მერი გამოვიდეს ან ჩვენ შევალთ" - აქცია ქუთაისის მერიის წინ

Print
თეგები: #აქცია